მისამართის არჩევა
Spar logo
მისამართის დამატება

მარკეტინგი

თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

წინამდებარე თანხმობით უფლებას ვანიჭებ შპს „ფუდმარტს“ (ს/კ 404460187), მის პარტნიორ კომპანიებს და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, რომ ლოიალობის პროგრამის წესებითა და პირობებით განსაზღვრულ სხვა მიზნებთან ერთად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეაგროვონ, შეინახონ, დაამუშავონ ჩემი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, პლასტიკური ან/და ციფრული ბარათით განხორციელებული შესყიდვების ისტორია; ვებ-გვერდზე ან/და აპლიკაციაში განხორციელებული აქტივობები).

პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თანხმობა გულისხმობს, რომ თანახმა ვარ, მივიღო კომპანიის ნებისმიერი სახის სარეკლამო საინფორმაციო ან მარკეტინგული ხასიათის შეტყობინება ან შეთავაზება, მათ შორის პროდუქტის, მომსახურების, აქციების, ფასდაკლებების, დასაქმების, სიახლეების შესახებ და სხვ. ტელეფონის (მათ შორის SMS შეტყობინების), ფოსტის, აპლიკაციის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით.

ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოვითხოვო პერსონალური მონაცემების შესწორება, დამატება, განახლება, ცვლილება, წაშლა, დაბლოკვა, განადგურება, დამუშავებზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის, პარტნიორი კომპანიების ან/და პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება კომპანიისათვის განცხადებით მიმართვის ან რეგისტრაციის ფორმაში მითითებული ელ-ფოსტიდან შესაბამისი შეტყობინების კომპანიის ელ.ფოსტაზე: loyalty@spargeorgia.com გაგზავნის გზით.

ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაძლებელია მოვითხოვო იმავე ფორმითა და არხით, რომლითაც განხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი.