ლოალობის წესები
მისამართის არჩევა
Spar logo
მისამართის დამატება

წესები და პირობები

ლოიალობის პროგრამის  წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს შპს „ფუდმარტის“ ლოიალობის პროგრამის პირობებს, რომელიც განკუთვნილია „სპარის“ / “SPAR”-ის მომხმარებლებისთვის.

გამოყენებული ტერმინები:

„კომპანია“

შპს „ფუდმარტი“ (ს/ნ 404460187), რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს „სპარ“ /“SPAR”, „იოლი“ და  „კალათას“ სასაქონლო ნიშნის ქვეშ არსებული სავაჭრო ობიექტებით.

„ლოიალობის პროგრამა“ 

წინამდებარე წესებითა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის მარკეტინგულ პროდუქტს.

„აპლიკაცია“

კომპანიის აპლიკაცია როგორც Android, ისე IOS პლატფორმებისთვის, სახელწოდებით: „SPAR Georgia”.

„ვებ გვერდი“

კომპანიის ვებ პლატფორმა: www.sparonline.ge

„ბარათი“

ციფრული ან პლასტიკური ბარათი, რომელიც განკუთვნილია ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის.

„ციფრული ბარათი“

მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციის შედეგად გააქტიურებული ციფრული ბარათი.

„პლასტიკური ბარათი“/“ფიზიკური ბარათი“

სავაჭრო ობიექტში მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, კომპანიის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად მომხმარებლისათვის გადაცემული პლასტიკური ბარათი, რომელიც მფლობელობაში გადაცემისთანავე აქტიურდება.

„პარტნიორი კომპანია“

კომპანიის პარტნიორი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს „სპარ“ / “SPAR” სასაქონლო ნიშნის ქვეშ მოქმედი სავაჭრო ობიექტ(ებ)ით; მასში განთავსებულია შესაბამისი მანიშნებელი და ვრცელდება წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ლოიალობის პროგრამა.

„სავაჭრო ობიექტი“

კომპანიის ან/და პარტნიორი კომპანიის ოპერირებს ქვეშ არსებული „სპარ“ / “SPAR”  სასაქონლო ნიშნით  მოქმედი სავაჭრო ობიექტი, რომელშიც განთავსებულია შესაბამისი მანიშნებელი და  ვრცელდება წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ლოიალობის პროგრამა.

„პროგრამის მონაწილე“

მომხმარებელი, რომელიც ფლობს გააქტიურებულ ციფრულ ან/და პლასტიკურ ბარათს, წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული წესით.

„რეგისტრირებული პროგრამის მონაწილე“

მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირებულია ლოიალობის პროგრამაში წინამდებარე წესებისა და პირობების დადგენილი წესით.

„მომხმარებელი“

„სპარის“ / “SPAR”-ის მომხმარებელი სრულწლოვანი ფიზიკური პირი.

„პროდუქტი“/“პროდუქცია“-

სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტი/პროდუქცია.

 

„რეგისტრაცია“

ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაცია აპლიკაციაში, ვებ გვერდზე ან სავაჭრო ობიექტში რეგისტრაციის ფორმის შევსების გზით.

 

„დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს კომპანიის ან მისი სახელით.

„წესები და პირობები“

ლოიალობის პროგრამის წინამდებარე წესები და პირობები, რომელიც შემუშავებულია კომპანიის მიერ და ვრცელდება პარტნიორ კომპანიაზეც.

„ქულა“

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაწილის მიერ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის შეძენისას/თანხის გადახდისას ან კომპანიის მიერ განსაზღვრულ სხვადასხვა აქტივობების/ღონისძიებების ფარგლებში ბარათზე დარიცხული/დაგროვებული ქულა.

 

  1. ლოიალობის პროგრამის მოკლე აღწერა
  2. 1.1.   ლოიალობის პროგრამა შექმნილია „სპარის“ / “SPAR”-ის მომხმარებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეს ეძლევა შესაძლებლობა  სავაჭრო ობიექტში განხორციელებულ შესყიდვებზე/შენაძენზე დააგროვოს ქულები. ლოიალობის პროგრამაში რეგისტრირებულ მონაწილეს დაგროვებული ქულების ეკვივალენტი თანხის გათვალისწინებით უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ღირებულების პროდუქტი წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

    1.2.   ლოიალობის ბარათით შესაძლებელია ქულების დაგროვება/გახარჯვა.

    1.3.   ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეს ასევე შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ფასდაკლებებით, განსაკუთრებული/სპეციალური შეთავაზებებითა და უპირატესობებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მას პაერიოდულად შესთავაზოს.

     

  3. პროგრამაში გაწევრება
  4. 2.1.   ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებიმისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

    2.2.   ლოიალობის პროგრამაში გაწევრება შესაძლებელია:

    2.2.1  პლასტიკური ბარათის (შემდგომში-„პლასტიკური ბარათი“) გააქტიურებით;

    2.2.2 აპლიკაციაში ან/და ვებ გვერდიდან ციფრული ბარათის (შემდგომში-„ციფრული ბარათი“) გააქტიურებით.

    2.3.   ციფრული ბარათისაგან განსხვავებით, პლასტიკური ბარათი შესაძლებელია გააქტიურდეს ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის რეგისტრაციის დასრულებამდე, სავაჭრო ობიექტში მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე პლასტიკური ბარათის გადაცემით. პლასტიკური ბარათის მომხმარებლისათვის გადაცემა ხდება წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობის შემდეგ. პლასტიკური ბარათი გადაცემისთანავე აქტიურდება და მომხმარებელი იწყებს ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობას, რომლის ფარგლებში მას შეუძლია ქულების დაგროვება, თუმცა ქულების გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ. ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის პლასტიკური ბარათის აღება შესაძლებელია „სპარის“ / “SPAR”-ის ბრენდის ქვეშ მოქმედ ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც განთავსებულია შესაბამისი მანიშნებელი.

    2.4.   ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია აპლიკაციიდან ან/და ვებ გვერდიდან ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციის გზით.

    2.5.   ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია აპლიკაციაში, ვებ გვერდზე ან სავაჭრო ობიექტში ლოალურობის პროგრამის რეგისტრაციის ფორმის შევსების გზით.

    2.6.   რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს შეუძლია აპლიკაციიდან ციფრული ბარათი დაამატოს Apple Wallet-ში ან Google Pay-ში.

    2.7.   პროგრამის მონაწილე ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობს პლასტიკური ბარათის ან/და ციფრული ბარათის მეშვეობით, კერძოდ:

    2.7.1.  აპლიკაციის ან/და ვებ გვერდიდან ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციისას პროგრამის მონაწილეს გაუაქტიურდება ციფრული ბარათი. ციფრულ ბარათთან ერთად პროგრამის მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია აიღოს პლასტიკური ბარათი;

    2.7.2.  კომპანიის სავაჭრო ობიექტში მოთხოვნის დაფიქსირების საფუძველზე, წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობისა და დადასტურების შემდეგ, მომხმარებელს გადაეცემა პლასტიკური ბარათი. პლასტიკურ ბარათთან ერთად პროგრამის მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაააქტიუროს ციფრული ბარათი.

    2.8.   პროგრამის მონაწილეს შეუძლია ჰქონდეს როგორც მხოლოდ პლასტიკური, ასევე მხოლოდ ციფრული ბარათი ან ორივე ბარათი ერთდროულად, მისთვის სასურველ დროს ციფრული და პლასტიკური ბარათის ერთ ანგარიშზე დაკავშირების გზით.

    2.9.   პროგრამის მონაწილეს, რომელიც ფლობს ციფრულ ბარათს, აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე ლოიალობის პროგრამაში რეგისტრირებული მონაცემებით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, ავტომატურად აესახება ციფრული ბარათი.

    2.10.პროგრამის მონაწილეს, რომელიც ფლობს პლასტიკურ ბარათს, შეუძლია აპლიკაციის ან/და ვებ გვერდის საშუალებით დაარეგისტრიროს პლასტიკური ბარათი და გააქტიუროს ციფრული ბარათიც, რა შემთხვევაშიც შესაბამის პლატფორმაზე ავტომატურად მოხდება მისი ასახვა.

    2.11.იმისათვის, რომ პროგრამის მონაწილემ შეძლოს ონლაინ შეკვეთის საფუძველზე პროდუქციის შეძენისას ქულების დაგროვება, საჭიროა, მომხმარებელს შესაბამის პლატფორმაზე (აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე) გააქტიურებული ჰქონდეს ბარათი.

    2.12.მომხმარებელზე შესაძლოა გაიცეს 1 (ერთი) პლასტიკური ბარათი და 1 (ერთი) ციფრული ბარათი.

     

  5. ლოიალობის ქულების დაგროვება
  6. 3.1.   ქულების დაგროვება შესაძლებელია:

    3.1.1.  სავაჭრო ობიექტში პროდუქტის შესყიდვის დროს პლასტიკური ან ციფრული ბარათის გატარებით;  

    3.1.2.  აპლიკაციის ან/და ვებ გვერდის საშუალებით ონლაინ შეკვეთის საფუძველზე პროდუქტის შეძენისას.

    3.1.3.  სხვადასხვა აქტივობების/ღონისძიების ფარგლებში, კომპაანის მიერ პერიოდულად დადგენილი წესებით.

    3.2.   სავაჭრო ობიექტში ქულების დაგროვებისთვის პროგრამის მონაწილემ სალაროში თანხის გადახდისას ჩეკის დახურვამდე უნდა წარადგინოს პლასტიკური/ციფრული ბარათი. ხოლო თუ პროგრამის მონაწილე რეგისტრირებულია ლოიალობის პროგრამაში, ქულების დაგროვებისთვის შესაძლებელია სავაჭრო ობიექტში პირადი ნომრის წარდგენაც.

    3.3.   რეგისტრირებული პროგრამის მონაწილის მიერ აპლიკაციის ან ვებ გვერდის საშუალებით ონლაინ შეკვეთის საფუძველზე პროდუქციის შეძენისას ქულების დაგროვება ხდება ავტომატურად.

    3.4.   ქულები გროვდება პროდუქტის შეძენისას და მისი ოდენობა განისაზღვრება ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1 ქულით (1ლარი=1 ქულას); ქულების დარიცხვა მოხდება მეასედებამდე სიზუსტით.

    3.5.   ქულა კომპანიის და პარტნიორი კომპანიის მიმართ არ წარმოშობს ფულადი ანაზღაურების მოთხოვნას.

    3.6.   სხვადასხვა აქციებში მონაწილეობისთვის ან/და პროგრამის მონაწილეთა მიერ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში აქტივობისთვის კომპანიამ პროგრამის მონაწილეს შესაძლოა პერიოდულად დაარიცხოს ქულები გაზრდილი ოდენობით.

    3.7.   თუ პროგრამის მონაწილესაგან დამოუკიდებელი მიზეზით პროდუქციის შეძენისას არ მოხდება შესაბამისი ოდენობის ქულების დარიცხვა ტექნიკური შეფერხების გამო ან სხვა მიზეზით, პროგრამის მონაწილე უფლებამოსილია 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმართოს კომპანიას ქულების დარიცხვის განცხადებით და წარუდგინოს შესაბამისი ჩეკი, რა შემთხვევაშიც, კომპანია ვალდებულია განცხადების მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ქულების დარიცხვის ან პროგრამის მონაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ.

    3.8.   სავაჭრო ობიექტში, აპლიკაციის ან ვებ გვერდიდან განხორციელებული შესყიდვის ან შეკვეთის ოპერაციის/ტრანზაქციის გაუქმებისას:

    3.8.1.  გაყიდული პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, ამ პროდუქციის შეძენით მიღებული ქულები ჩამოიჭრება ბარათის ანგარიშიდან;

    3.8.2.  თუ პროდუქცია შეძენილია ბარათის ანგარიშზე დაგროვილი ქულებით, გახარჯული ქულების რაოდენობა დაუბრუნდება ბარათის  ანგარიშს.

    3.9.   კომპანია დამოუკიდებლად განსაზღვრავს პროდუქტს/პროდუქციას, რომელზეც გავრცელდება ლოიალობის პროგრამა.

    3.10.ქულების დაგროვება არ ხდება: თამბაქოს, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის შეძენაზე, ერთჯერადი პარკის, ლოტოს ბილეთების, კორპორატიულ შესყიდვაზე.

     

  7. ლოიალობის ქულების გახარჯვა
  8. 4.1.   დაგროვილი ქულების გახარჯვა შესაძლებელია ლოიალობის პროგრამაში რეგისტრირებული პროგრამის მონაწილის მიერ „სპარის“ / “SPAR”-ის ბრენდის ქვეშ მოქმედ ყველა იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც განთავსებული იქნება შესაბამისი მანიშნებელი.

    4.2.   რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს ქულების გახარჯვა შეუძლია აპლიკაციასა და ვებ გვერდზე ონლაინ შეკვეთის საფუძველზე პროდუქტის შეძენის დროსაც, თუ შესაბამის პლატფორმაზე გააქტიურებული აქვს ციფრული ბარათი.

    4.3.   რეგისტრირებული პროგრამის მონაწილის მიერ ქულების გახარჯვა შესაძლებელია იდენტიფიკაციის შემდეგ, რომელიც სავაჭრო ობიექტში შესაძლებელია SMS ვერიფიკაციის საშულებით, ხოლო ვებ გვერდზე და აპლიკაციაში შესვლის დროს ავტორიზაციის გავლის გზით.

    4.4.   ქულები იხარჯება შემდეგი პრინციპით: 100 ქულა = 1 ლარს. რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს  შეუძლია გადაცვალოს ქულები სასურველ პროდუქტებზე, გახარჯვის მომენტში ბარათზე ფაქტობრივად არსებული ქულების ეკვივალენტური თანხის შესაბამისად. ქულების გახარჯვისას პროდუქტების ღირებულება განისაზღვრება გახარჯვის მომენტში სავაჭრო ობიექტში არსებული ფასების შესაბამისად.

    4.5.   რეგისტრირებული პროგრამის მონაწილის მიერ დაგროვებული ქულების პროდუქციაზე გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქულების გახარჯვის, ასევე კომბინირებულად, ნაწილი ქულებით გახარჯვით და ნაწილი თანხით ანგარიშსწორების გზით (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორება). კომბინირებული გადახდის შემთხვევაში, ჯერ ქულებით დაიფარება პროდუქციის ღირებულება და შემდეგ დაანგარიშდება დასამატებელი თანხის ოდენობა. 

    4.6.   დაუშვებელია ქულის გადაცვლა ფულზე/ვალუტაზე.

    4.7.   ქულების გახარჯვისას პლასტიკური ან/და ციფრული ბარათიდან ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა.

    4.8.   სავაჭრო ობიექტში ქულების გახარჯვისთვის რეგისტრირებულმა პროგრამის მონაწილემ უნდა წარადგინოს ბარათი და კომპანიის ან პარტნიორი კომპანიის თანამშრომელს განუცხადოს, რომ სურს ქულების გახარჯვა პროდუქციის მიღებისათვის და გაიროს SMS ვერიფიკაცია.

    4.9.   სავაჭრო ობიექტში ქულების გახარჯვისათვის, იდენტიფიკაციის მიზნით, რეგისტრირებული პროგრამის მონაწილე SMS ვერიფიკაციას გადის ყოველ ჯერზე. ქულების გახარჯვის მომენტში რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს გაეგზავნება ერთჯერადი SMS კოდი ლოიალობის პროგრამაში რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც უკარახებს კომპანიის ან პარტნიორი კომპანიის თანამშრომელს  (მოლარეს). SMS ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში განხორციელდება ქულების გახარჯვა.

    4.10.პროგრამის მონაწილე უფლებამოსილია დაგროვებული ქულების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, როგორც სავაჭრო ობიექტში, ისე აპლიკაციაში და ვებ გვერდზე.

    4.11.რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს შეუძლია აპლიკაციასა და ვებ გვერდზე ნახოს მისი შესყიდვების ისტორია, გაეცნოს ბარათის შეთავაზებებს და სიახლეეებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

     

  9. კომპანიის ცალმხრივი უფლება
  10. 5.1.   კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას ტრანზაქციების მონიტორინგზე.

    5.2.   კომპანია  უფლებამოსილია პროგრამის მონაწილეს ცალმხრივად ჩამოაჭრას  ქულები ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

    5.2.1.  ქულების დაგროვების პროცესში  შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში.

    5.2.2.  წესებისა და პირობების დარღვევით, თაღლითური გატარებების (ფროდი) ან სხვა მართლსაწინააღმდეგო გზით ქულების დაგროვების შემთხვევაში.

    5.2.3.  ქულების დაგროვების პროცესში  საეჭვო ოპერაციის დაფიქსირებისას.

    5.2.4.  შესყიდვის ოპერაციის/ონლაინ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში (მაგალითად შესყიდული საქონლის დაბრუნება და სხვა), რაც ქულების დაგროვების საფუძველს წარმოადგენდა; ონლაინ შეკვეთის დაკორექტირებისას.

    5.2.5.  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებითა და პირობებით  დადგენილ სხვა შემთხვევაში.

     

  11. პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტა
  12. 6.1.   ბარათით ბოლო სარგებლობიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, ბარათის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ლოიალობის პროგრამაში პროგრამის მონაწილის მონაწილეობა  წყდება.

    6.2.   პროგრამის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება, ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტა კომპანისაათვის წარდგენილი  განცხადების საფუძველზე.  

    6.3.   კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერი დროს გააუქმოს ლოიალობის პროგრამა.

    6.4.   კომპანია უფლებამოსილია, პროგრამის მონაწილის მიერ წესებისა და პირობების დარღვევის, თაღლითობის, კომპანიისათვის არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების  შემთხვევაში, გააუქმოს გატარებები, შეზღუდოს ქულების გამოყენება/გახარჯვა, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ლოიალობის პროგრამაში პროგრამის მონაწილის წევრობა ან/და გააუქმოს ან დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში.

    6.5.   ლოიალობის პროგრამის შეწყვეტით/გაუქმებით ან/და პროგრამის მონაწილის ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტით უქმდება შეწყვეტის მომენტისათვის დაგროვებული/გაუხარჯავი ქულები, შეთავაზებები, სამართლებრივი ურთიერთობა ან სხვა ნებისმიერი სარგებელი (ასეთი არსებობის შემთხვევაში).

     

  13. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  14. 7.1.   კომპანია პასუხს არ აგებს:

    7.1.1.  მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მომხმარებლებს შორის განზრახ ან შემთხვევით ბარათის არევით ან შეცდომით გამოწვეულ შედეგებზე/დაგროვებულ ქულებზე და არც მათ აღდგენაზე.

    7.1.2.  პროგრამის მონაწილის მიერ არაზუსტი ან არასწორი მონაცემე(ბ)ის ან ინფორმაციის დაფიქსირების შედეგად დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.

    7.1.3.  პროგრამის მონაწილის მიერ ბარათის დაკარგვით, ქურდობით, დაზიანებით გამოწვეულ შედეგზე.

    7.1.4.  პროგრამის მონაწილის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მესამე პირისათვის ბარათის მფლობელობაში გადაცემით დამდგარ შედეგზე.

    7.1.5.  ტექნიკური გაუმართაობის/შეფერხების გამო წარმოშობილ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე/შედეგზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ყველანაირად შეეცდება, რომ ქულების დაგროვება/გახარჯვა პროგრამის მონაწილისათვის შესაძლებელი იყოს შეუფერხებლად.

    7.1.6.  პროგრამის მონაწილის ან სხვა მესამე პირის მიერ ბარათის თაღლითური ან წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევით გამოყენების გამო წარმოშობილ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე/შედეგზე.  

    7.1.7.  კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო წარმოშობილ შედეგზე.

     

  15. პერსონალური მონაცემების დამუშავება
  16. 8.1.   პროგრამის მონაწილე თანხმობას აცხადებს კომპანიამ/პარტნიორმა კომპანიამ შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები შემდეგი მოცულობით: სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, პლასტიკური ან/და ციფრული ბარათით განხორციელებული შესყიდვების ისტორია; ვებ-გვერდზე ან/და აპლიკაციაში განხორციელებული აქტივობები/ქცევები (შემდგომში ერთობლივად წოდებული როგორც -„პერსონალური მონაცემები“).

    8.2.   ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პროგრამის მონაწილე თანხმობას აცხადებს კომპანიამ/პარტნიორმა კომპანიამ (როგორც ამ, ისე სხვა პროგრამ(ებ)ისთვის) შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციის, მომსახურების/პროდუქტის მიწოდებისა და ხარისხის გაუმჯობესების, უსაფრთხოების, ინფორმაციის მიწოდების და მარკეტინგული მიზნებისათვის.

    8.3.   თანხმობის შემთხვევაში, კომპანია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს პროგრამის მონაწილისათვის უფრო მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შესაქმნელად, მასზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების/შეთავაზებების გასაკეთებლად, პროდუქტის, მომსახურების ან დასაქმების შესახებ შეთავაზებების, აქციების და სიახლეების მისაწოდებლად; პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თანხმობა გულისხმობს, რომ პროგრამის მონაწილე თანახმაა (თანხმობის გამოხმობამდე) მიიღოს კომპანიის ნებისმიერი სახის სარეკლამო ან მარკეტინგული ხასიათის შეტყობინება ან შეთავაზება ტელეფონის (მათ შორის SMS შეტყობინების), ფოსტის, აპლიკაციის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით.  

    8.4.   პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა შესაძლოა გაკეთდეს: რეგისტრაციის ფორმაზე ხელმოწერით ან ელექტონულად, ვებ გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციისას.

    8.5.   კომპანია/პარტნიორი კომპანია  უფლებამოსილია:

    8.5.1.  პროგრამის მონაწილის პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს შემდეგი წყაროებიდან: პროგრამის მონაწილის მიერ შევსებული რეგისტრაციის ფორმა, მის მიერ პლასტიკური ან/და ციფრული ბარათით განხორციელებული შესყიდვების ისტორია, ვებ-გვერდზე ან/და აპლიკაციაში განხორციელებული აქტივობები/ქცევები.

    8.5.2.  მოპოვებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს როგორც თავად, ისე დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მეშვეობით.

    8.5.3.  შეგროვებული ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ პროგრამის მონაწილის ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტიდან ან/და ლოიალობის პროგრამის გაუქმებიდან 2 (ორი) წლის ვადით.

    8.6.   პროგრამის მონაწილე უფლებამოსილია:

    8.6.1.  ნებიმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მუშავდება კომპანიის/პარტნიორი კომპანიის მიერ, აგრეთვე ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი და მიზანი.

    8.6.2.  ნებიმიერ დროს მოითხოვოს იმ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კომპანიისთვის ან კომპანიის სახელით ამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    8.6.3.  მისი იმ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ამუშავებს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    8.6.4.  ნებიმიერ დროს მოითხოვოს კომპანიაში/პარტნიორ კომპანიაში არსებული ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის გადაცემული მისი პერსონალური მონაცემების (ასეთი არსებობის შემთხვევაში) შესწორება, დამატება, განახლება, ცვლილება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, დამუშავების შეწყვეტა.

    8.6.5.  ნებისმიერ დროს მოითხოვოს პარტნიორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია.

    8.6.6.  ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში ნებისმიერ დროს თანხმობა განაცხადოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მათ შორის კომპანიისათვის განცხადების წარდგენის გზით) ან ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა იმავე ფორმითა და არხით, რომლითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, ასევე კომპანიისთვის განცხადების წარდგენის გზით. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში კომპანია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა შეწყვეტს პროგრამის მონაწილის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის იმ ფარგლებში, რაც დაფიქსირებული იქნება პროგრამის მონაწილის მოთხოვნაში.

    8.7.   წინამდებარე თავით განსაზღვრული უფლებების გამოსაყენებლად პროგრამის მონაწილეს შეუძლია:

    8.7.1.  შეავსოს/წარადგინოს განცხადება  კომპანიაში (მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული ელექტრონული განცხადების ფორმით);

    8.7.2.  რეგისტრაციისას, მის მიერ რეგისტრაციის ფორმაში მითითებული ელ-ფოსტის მეშვეობით შეტყობინება/განცხადება გაგზავნოს კომპანიის  შემდეგ ელფოსტაზე - loyalty@spargeorgia.com.

    8.8.   კომპანია ვალდებულია დაიცვას პროგრამის მონაწილის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. კომპანია უფლებამოსილია პროგრამის მონაწილის თანხმობის გარეშე გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის,  ასევე იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მონაცემების გადაცემა აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ან სამართლებრივი მოთხოვნების განხორციელების/დაცვის მიზნით. პროგრამის მონაწილის პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა, კომპანია გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია, რა შემთხვევაშიც, პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება იმ პირობით, რომ შესაბამისი მხარე იკისრებს პროგრამის მონაწილის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

     

  17. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
  18. 9.1.   წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

    9.2.   დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    9.3.   წინამდებარე დანაწესის კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

     

  19. სხვა პირობები
  20. 10.1.ლოიალობის პროგრამის მონაწილე აცხადებს და ადასტურებს, რომ:

    10.1.1.  მის მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული პირადი/პერსონალური მონაცემები სწორია.

    10.1.2.  გაეცნო და ეთანხმება ლოიალობის პროგრამის წესებსა და პირობებს.

    10.1.3.  ლოიალობის პროგრამით სარგებლობისას დაიცავს წესებსა და პირობებს კომპანიის მიერ პერიოდულად განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

    10.2.კომპანია უფლებემოსილია პერიოდულად ცვლილებები შეიტანოს წესებსა და პირობებში, რომელიც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვებ გვერდზე და აპლიკაციაში, ისე, სავაჭრო ობიექტში.

    10.3.აპლიკაცია,  ვებ გვერდი, ლოიალობის პროგრამა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერი ინტელექტუალური სიკეთე,  მათი შინაარსი, გამოყენებული ინფორმაცია, დიზაინი, გამოგონება წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებას.

    10.4.წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ ანიჭებს ნებისმიერ პირს უფლებას ან ლიცენზიას კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

    10.5.ლოიალობის პროგრამის პლასტიკური ბარათის დაკარგვის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს შეუძლია შეატყობინოს კომპანიას და მოითხოვოს პლასტიკური ბარათის დაბლოკვა.

    10.6.რეგისტრირებულ პროგრამის მონაწილეს პლასტიკური ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში შეუძლია აღადგინოს ბარათი, რისთვისაც სავაჭრო ობიექტში უნდა განაცხადოს ბარათის დაკარგვის/დაზიანების შესახებ და აიღოს ახალი ბარათი ან რეგისტრაცია გაიაროს აპლიკაციაში ან/და ვებ გვერდზე იგივე მონაცემებით, რა მონაცემებითაც რეგისტრირებულია ლოიალობის პროგრამაში. ახალ ბარათზე ძველი ბარათიდან ქულები გადმოვა იმ შემთხვევაში, თუ ძველი ბარათით პროგრამის მონაწილე რეგისტრირებული იყო ლოიალობის პროგრამაში. თუ მომხმარებელმა დაკარგა ბარათი და არ იყო რეგისტრირებული ლოიალობის პროგრამაში, ან რეგისტრაციის ფორმა შევსებული ჰქონდა არასრულყოფილად ან არასწორი მონაცემებით, კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ქულების აღდგენასა და სხვა შედეგზე.  

    10.7.ნებისმიერი სახის პრობლემის შემთხვევაში, ან წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული უფლებების განსახორციელებლად პროგრამის მონაწილე უფლებამოსილია კომპანიას მიმართოს განცხადებით (მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული ელექტრონული განცხადების ფორმით) ან რეგისტრაციისას მის მიერ რეგისტრაციის ფორმაში მითითებული ელ-ფოსტის მეშვეობით შეტყობინება/განცხადება გაგზავნოს კომპანიის  ელფოსტაზე - loyalty@spargeorgia.com

    10.8.კომპანია უფლებამოსილია პროგრამის მონაწილეს  ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ შორის ცვლილებების, სიახლეების ან შეთავაზებების შესახებ მიაწოდოს SMS შეტყობინების, სატელეფონო ზარის, ფოსტის ელ.ფოსტის ან მის მიერ მოწოდებული მონაცემის შესაბამიდად სხვა ელექტრონული არხის საშუალებით, რასთან დაკავშირებით პროგრამის მონაწილე აცხადებს თანხმობას.

    10.9.კომპანიის შესახებ ინფორმაციაა: საიდენტიფიკაციო კოდი: 4044601877;  მისამართი-ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40, ელ-ფოსტა - office@foodmart.ge

     

პლასტიკური ბარათის აღებით, აპლიკაციაში ან/და ვებ-გვერდზე ციფრული ბარათის გააქტიურებით, ლოიალობის პროგრამაში რეგისტრაციით, აპლიკაციის ჩამოტვირთვით,  სრულად  გეკისრებათ წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.